მარნეულის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ახალგაზრდა თაობა კარგად ფლობს ქართულ ენას
03-06-2020, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი აცხადებს, რომ 2006 წელს, როდესაც თავად ჩაუდგა სკოლას სათავეში, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა დახვდა, რაც ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები ისევ არსებობს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი)

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ახმედ გაჯიევმა უთხრა, სკოლა ამჟამად კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება და ამჯერად მხოლოდ სველი წერტილების მოწესრიგებით დაკმაყოფილდებიან, მომავალში კი, არ არის გამორიცხული მათსავე კუთვნილ მიწაზე, რომელიც 8 000კვ.მ. შეადგენს, ახალი სკოლა აშენდეს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლა)


„ამჟამად სკოლაში 103 მოსწავლე გვყავს. როგორც იცით, უკვე სამი თვეა დისტანციურად ტარდება გაკვეთილები და ამ მხრივ ჩვენს სკოლაში პროცესი შეფერხების გარეშე მიდის. მე აქ 45 წელია რაც აზერბაიჯანულ ენას და ლიტერატურას ვასწავლი, დირექტორად კი 2006 წელს დავინიშნე. უმაღლესი სასწავლებელი თბილისში დავამთავრე, 1975 წელს, მაშინდელი პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და მას მერე აქ ვარ“, ამბობს ახმედ გაჯიევი.

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი და მათემატიკის მასწავლებელი ელშად აბდალოვი)

 


მას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დროს სწავლის დონე ხარისხიანი იყო, თუმცა მისი დაშლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, საგანმანათლებლო სისტემაშიც რთული პერიოდი დადგა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი)

 

„ამ დროს ბევრი წავიდა სოფლიდან, რაიონიდან სხვაგან საცხოვრებლად - ძირითადად რუსეთში და აზერბაიჯანში. სკოლებიც არაერთმა პედაგოგმა დატოვა, კუპონების დრო იყო და ხშირად ამ გაუფასურებულ კუპონებსაც ვერ ვიღებდით, მაგრამ უხელფასობის და რთული პერიოდის მიუხედავად არ მიგვიტოვებია სკოლა. დღეს, საბედნიეროდ, შედარებაც არ არის ისე ვართ წინ წასული. არაერთი რეფორმა ჩატარდა ბოლო წლებში, მასწავლებლებს და ადმინისტრაციასაც მოემატათ ხელფასები და რაც მისასალმებელია, ამაღლდა ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების დონე - კვირაში 5 გაკვეთილი ტარდება და უკვე აზერბაიჯანელების ახალგაზრდა თაობა გამართულად საუბრობს და კითხულობს ქართულად. ჩვენ დროს კი, სულ სხვა სურათი იყო. კვირაში მხოლოდ 1 საათი ეთმობოდა ქართულ ენას და შედეგიც უარყოფითი იყო. ახლა სკოლაში ქართული სექტორიც მოქმედებს, სადაც 9 ბავშვი სწავლობს. საქართველოს ყველა მოქალაქემ, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ახმედ გაჯიევმა ქართულ ენაზე და დაამატა, რომ ულაშლოს სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ბუღალტერი ელშად აბდალოვი)

 

„ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი საიდ აბდალოვია“ - სიამაყით ჩაერთო საუბარში ულაშლოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ბუღალტერი, ელშად აბდალოვი. „საიდი ჩემი შვილიშვილია“ - განაგრძობს იგი - „მან ულაშლოს სკოლა 2016 წელს დაამთავრა, იმ წელსვე ჩააბარა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიის ფაკულტეტზე და უკვე ასრულებს საბაკალავრო პროგრამას და ამავე უნივერსიტეტში აპირებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ელშად აბდალოვმა რუსულ ენაზე.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი)

 

 

სკოლის დირექტორის თქმით, 2018 წელს ულაშლოს საჯარო სკოლა 8 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ოთხმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო ერთმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი)


„სოფელში ახლა დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. ადრე, გასული საუკუნის 80-იან წლებში აქ 250-მდე მოსწავლე სწავლობდა, 2,5-ჯერ მეტი ვიდრე ახლა. ადრე უფრო მრავალშვილიანობა იყო. ჩვენ 8 დედმამიშვილი ვიყავით. ბატონი ახმედის მამას 2 ძმა და 2 და ჰყავდა. ახლა მხოლოდ 1-2 შვილს სჯერდებიან და ამიტომაც იკლო სოფლის მცხოვრებთა რაოდენობამ“, სინანულით ამბობს ელშად აბდალოვი, რომელმაც 1976 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კიროვაბადის (დღევანდელი განჯა) პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი დაუსწრებლად და ულაშლოს სკოლაში მასწავლებლად მუშაობა ახმედ გაჯიევზე 2 წლით ადრე დაიწყო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ბუღალტერი ელშად აბდალოვი)


„45 წელია რაც ერთად ვართ სკოლაში, თუმცა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტ პერიოდს ითვლის. ახმედი უყვართ ბავშვებს, მშობლებს, მთელ სოფელს. მეტი რა უნდა ინატრო კაცმა. მან თავისი საგანი და საქმე 5 თითივით იცის, თუმცა თავმდაბალი კაცია და ეს კიდევ უფრო მეტად ამაღლებს მას“, აცხადებს GUARDIAN.GE-ისთან საუბარში ელშად აბდალოვი.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორი ახმედ გაჯიევი და მათემატიკის მასწავლებელი ელშად აბდალოვი)

კომენტარები: 45
#5   Tamera
      
References:


Trustly Casino Spielautomaten Handy Casino Trustly
7 ნოემბერი 2026 08:44
#4   Hildegarde
      
References:


Low deposit casino neosurf australia neosurf
$10 deposit casino australia
7 ნოემბერი 2026 02:38
#3   Julissa
      
Es kann sich richtig lohnen, das ideale Casino zu wählen, denn du kassierst bei vielen Anbietern lukrative Boni nach der Anmeldung und einer Einzahlung.
Weißt du noch nicht, bei welchem Casino
mit Trustly du dein ultimatives Automaten-Erlebnis haben möchtest,
helfen dir unsere Experten mit Tipps auf die Sprünge.
Dabei geht es um viele weitere Kriterien, aber eben genauso um die
Möglichkeit, Zahlungen gebührenfrei und schnell mit
Trustly durchführen zu können. Damit unterscheidet
sich Trustly deutlich von den heute ebenfalls beliebten E-Wallets,
wie PayPal, Neteller oder Skrill. In der Regel werden Besucher direkt auf der Startseite darüber informiert, welche
Zahlungsmethoden verfügbar sind.

References: https://wabaexpert.com/
2 ნოემბერი 2026 15:49
#2   Ismael
      
There’s no overdraft risk and no way to go over budget.

Neosurf vouchers are available in fixed amounts, so
you can only ever spend what you’ve loaded in advance.
The points below explain how bonus terms typically treat prepaid voucher payments.
Some promotions exclude prepaid vouchers such as Neosurf,
while others accept them, and the terms of each offer set out which payment methods qualify.

neosurf welcome bonus australia also offers myNeosurf,
a free online account that combines several voucher balances in one place and keeps a record of your transactions.
2 ნოემბერი 2026 14:17
#1   Ada
      
Zunächst solltest du dir darüber im Klaren sein, ob du im Online Casino ohne Registrierung Trustly oder in einer Online Spielothek spielen möchtest.
Solltest du also mit einem der 1.000+ Slots der Plattform einen Gewinn erzielen, musst du nicht lange auf deine
Auszahlung warten. Auch Auszahlungen sind hier mit Trustly möglich und werden innerhalb
von 24 Stunden bearbeitet. Zudem werden dir 100 Cash
Spins gutgeschrieben, wobei Gewinne aus diesen Spins keinen Umsatzbedingungen unterliegen.
Wunderino gehört ebenfalls zu den besten Trustly Spielotheken, die dir ein tolles Spielerlebnis bieten. Wunderino bietet neben einer gigantischen Slot-Auswahl auch Zahlungen per Trustly an
31 ოქტომბერი 2026 13:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი