„აი, ისევ ხელისუფლებაში მყოფნი ჯობიან ამ ჯოჯოხეთის ამონარწყევს“... მე მგონი, როდესაც დაინახა სულმნათმა ილიამ, რა ჯოჯოხეთური და ყოველივე ადამიანურის მკვლელი ძალები მოისწრაფოდნენ ძალაუფლებისკენ, ასე იფიქრა
19-03-2021, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც ილიაზე ვფიქრობ, ჩვენს ღმერთკაცისდარ ადამიანზე, მეჩვენება: იგი ბოლოს რადიკალურად შეიცვალა. რაღაც ისეთი თვალსაზრისები დაუშვა, რაც ადრე მისგან გამორიცხული იყო. იგი გახდა თითქოს დიმიტრი ყიფიანი, იგივე „თავდადებული“, „რაინდი, ურჩი მტრისასა“ (აკაკი) ჩვენ ეს შესაძლოა ბოლომდე ვერასოდეს გავიგოთ.

 


და დიმიტრი ყიფიანი რას ფიქრობდა?

 


ვიდრე მართლმადიდებელი მონარქი დგას დიდი ქვეყნის, რუსეთის იმპერიის სათავეში, სამყარო წესრიგშია. მაგრამ პრობლემა დიმიტრისთვის ნაძირალა მოხელე-ჩინოვნიკებშია. სწორედ ისინი უნდა დამარცხდნენ და ყველაფერი გამოსწორდება. ეს მიამიტური, ყოვლად აპოლიტიკური „ბაიკაა“ თითქოს. ილია ამას წესით ვერ გაიზიარებდა.

 


მე მგონი, როდესაც დაინახა სულმნათმა, რა ჯოჯოხეთური და ყოველივე ადამიანურის მკვლელი ძალები მოისწრაფოდნენ ძალაუფლებისკენ, თქვა: აი, ისევ ხელისუფლებაში მყოფნი ჯობიან ამ ჯოჯოხეთის ამონარწყევს - რომლებიც მომავალში ევროპას და რუსეთს სისხლში ჩაახშობენ ფაშისტებთან და ნაცისტებთან ერთად. მისმა გასაოცარმა სულმა ალბათ ეს ყველაფერი წამში განჭვრიტა. თან მრავალპარტიულობა დაუშვეს. ფასადი, ფასადი, იძახდა ლენინი, ეს მეფის და მისი „ოხრანკის“ სამეძავო სახლია.

 


წყეულო, ჯერ თუნდაც ფასადი ხომ უნდა იყოს, რომ თანდათან რეალობად იქცეს?

 


რა მოყვა ამას? უძახეს მოღალატე, სოციალური ბრძოლის იდეალთა გამყიდველი, თავადი, რომელიც თავის ფეოდალურ ძირებს დაუბრუნდა, ბანკირი და ბურჟუა, ოპორტუნისტი, გლეხთა მჩაგვრელი. და ბოლოს წიწამური. აი რა მოყვა მის შესვლას რუსეთის დუმაში.

 


მარტო ბოლშევიკს და ბოლშევიზოიდს არ აინტერესებს საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, არც ზოგადად დემოკრატიის ინდექსი ქვეყანაში.

 


ბოლშევიკს აინტერესებს ან ყველაფერი, ან არაფერი.

 


ამ ყველაფრის ევოლუციური მიღწევა ბოლშევიკს არ ესაჭიროება. მოკლედ რა ვთქვა, მოყვარეს სახე ჩამოსტირის, მტერს უხარია.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 46
#6   Sharyl
      
References:


Oregon casinos

References:
md.chaosdorf.de
24 იანვარი 2026 20:22
#4   Jayson
      
References:


Anavar cycle results before and after pics

References:
forum.dsapinstitute.org
20 იანვარი 2026 19:54
#3   Fidel
      
References:


Anavar for women before and after

References:
http://community.srhtech.net/user/blowspace0
20 იანვარი 2026 18:07
#2   Felipa
      
the rock and steroids

References:
molchanovonews.ru
19 იანვარი 2026 04:04
#1   Mavis
      
winstrol steroid side effects

References:
fravito.fr
18 იანვარი 2026 12:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი