[ვიდეო] სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი, მისი ნათესავები, კალაძე, მინისტრები და პარლამენტარების ნაწილი „გვაჩვევენ სიბინძურეში და ნაგავში ცხოვრებას“ და ყვებიან „ზღაპრებს ამავე დროს, რომ სააკაშვილი მოვა ბოროტი და ყველას ყველაფერს წაართმევს“
21-10-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პლაჟის მიმდებარე კაფედან „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში ისევ დაბრუნდა კორუფცია. მისი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე „ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან“, ხოლო ბიზნესმენები საქართველოს საბაჟოს გავლით ტვირთების შეტანაში ასევე ფულს იხდიან ქრთამის სახით.

 


„იცით, რა არის? კორუფცია არის სიბინძურე. აი, რომ ცხოვრობ და სახლში რომ ეჩვევი და გაჩვევენ თანდათან სიბინძურეს, ნაგავს გარშემო, ტარაკნებს, აი ასეთივეა კორუფცია“, ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

 


სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ნათესავები, პარლამენტარები, რომელთაც აიშენეს უზარმაზარი სასახლეები, მინისტრები და კალაძე, „გვაჩვევენ ჩვენ სიბინძურეში და ნაგავში ცხოვრებას“ და ყვებიან „ზღაპრებს ამავე დროს, რომ სააკაშვილი მოვა ბოროტი და ყველას ყველაფერს წაართმევს“.

 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ბიზნესს არავინ არ უნდა შეეხოს, ერთი თმა არ უნდა ჩამოუვარდეს, მაგრამ ქართველი ხალხისგან ოლიგარქების მიტაცებული ქონება უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს“.

 


GUARDIAN.GE სრული სახით გთავაზობთ სააკაშვილის 16 ოქტომბერს ოდესიდან პირდაპირი ჩართვის, როგორც ვიდეო, ისე ტექსტობრივ ვარიანტს.

 

 

 

 

 

„მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფები ოდესაში. ოდესიდან მოგესალმებით. ძალიან მზიანი დღეა. აქ მიყვარს ხოლმე ველოსიპედით სიარული და აქ არის ჩემი საყვარელი კაფე, სადაც შემოვდივარ და ეგრევე იციან, რომ თითო ჭიქა „სოვენიონ ბლანკი“ უნდა დავლიო ახალზელანდიური ან ოდესური, მაგრამ რატომ ჩავერთე. ცოტა ხნის წინ ამ კაფეში მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი სურათის გადასაღებად და მერე მითხრა, რომ ბიზნესი ჰქონდა ბათუმში, ააშენა იქ კორპუსი და ამ კორპუსის აშენების ნებართვაში გამოართვეს ბათუმში მას ქრთამი და თქვა, რომ მე მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ქრთამს არ იღებდნენ, სამწუხაროდ ჩავედი და აი, ასეთი სიტუაცია მაქვს და ქრთამი აიღესო.

 


„დღეს დილას მოვფრინავდი აქ, ოდესაში, თვითმფრინავით, გვერდზე გადმომიჯდა ბიზნესმენი, ამერიკელი, ფლორიდიდან და მან მითხრა, რომ შემოაქვს დიდი რაოდენობით რაღაც პროდუქტები უკრაინაშიც და საქართველოშიც და ადრეო, თქვენ დროში საქართველოში სამოთხე იყოო, მერე კიდევ 2-3 წელი გაგრძელდაო, ბოლო 2 წელი ინტენსიურად იღებენ ქრთამებს ისევ საბაჟოზეო და მაინც სიტუაცია ცოტა ჯობია უკრაინასო, მაგრამ ქრთამები და კორუფცია დაიწყო მთელი მასშტაბითო.

 


„ერთი დეველოპერი ბათუმური, ამას წინათ გადავიკვეთეთ კიევში და მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებაზე კალაძეს გადაუხადა ფული და საერთოდ კალაძე ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან.

 


„მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ, თუ არ უნდა შერჩეთ. აი, აქ, გვერდზე არის, ახლაც არის ხალხი, ბანაობს ოქტომბრის შუა რიცხვებში, პლაჟი, რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი, ბულდოზერებით ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს ოდესელებმა სააკაშვილის პლაჟი და რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს.

 


„ახლა მე მინდა გკითხოთ. უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ გვეთქვა, რომ ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში? სამართლიანი იქნება თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილი მიიტაცა. სამართლიანი იქნება თუ არა, ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა და მთელი საქართველო გადათხარა; სამართლიანი იქნება თუ არა.. თუ სამართლიანი იქნება ის, რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე, როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა. სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ის რაც გაძარცვეს...

 

 

„იცით, რა არის? კორუფცია არის სიბინძურე. აი, რომ ცხოვრობ და სახლში რომ ეჩვევი და გაჩვევენ თანდათან სიბინძურეს, ნაგავს გარშემო, ტარაკნებს, აი ასეთივეა კორუფცია. აი, ეს ყველა - ივანიშვილი, მისი ნათესავები, ეს ყველა პარლამენტარი, რომელთაც აიშენეს უზარმაზარი სახლები, სასახლეები, ეს მინისტრები, ეს კალაძე, ისინი გვაჩვევენ ჩვენ სიბინძურეში და ნაგავში ცხოვრებას. თქვენ სუნი არ გაწუხებთ? და გიყვებიან ზღაპრებს ამავე დროს, რომ სააკაშვილი მოვა ბოროტი და ყველას ყველაფერს წაართმევს. ბიზნესი არის ხელშეუხებელი. ბიზნესს არავინ არ უნდა შეეხოს, ერთი თმა არ უნდა ჩამოუვარდეს, მაგრამ ქართველი ხალხისგან ოლიგარქების მიტაცებული ქონება, რა თქმა უნდა, უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. და რა თქმა უნდა, ამ ხალხმა უნდა აგოს პასუხი სამართლიანი, საერთაშორისო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლოს წინაშე. და რა არის აქ უჩვეულო და განსაკუთრებული?

 


„აი, ახლა ჰკითხეთ ახლა იმ ოდესელებს, ვინც ამ პლაჟზე სხედან, არიან თუ არა ბედნიერები, რომ ეს პლაჟი მათ დაუბრუნდათ და შეუძლიათ მოვიდნენ და სრულიად უფასოდ დაჯდნენ ქალაქის საუკეთესო ნაწილში, რომელიც წაღებული ჰქონდათ იმათ. ზუსტად ასევეა საქართველოშიც. და ისინი სააკაშვილზე რომ ყვებიან ამას, პრაქტიკულად თქვენსა და თქვენს კეთილდღეობას შორის, თქვენსა და უკეთეს ცხოვრებას შორის დგას ეს კორუფცია და მათი ბინძური პროპაგანდა. თქვენსა და ჩემს შორის დგანან ისინი. მაგრამ მე რომ გამწიონ გვერდზე, ხვალ შეიძლება გავქრე მე საერთოდ, აღარ ვიარსებო, მაგრამ თქვენსა და თქვენს მომავალს შორის, თქვენსა და უკეთეს ცხოვრებას შორის ისინი ხომ ამ კორუფციით გძარცვავენ ყოველდღიურად. ისინი ხომ ლახავენ საქართველოს სახელს. საქართველოს ხომ ძალიან მაგარი სახელი ჰქონდა. თავმოყვარეობის საკითხია, რომ ისევ აქ ალაპარაკდნენ, რომ საქართველოში არის კორუფცია. მართლა უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი. საქართველოში უნდა გათენდეს და ამას წყალი არ გაუვა“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 222
#162   Oma
      
References:


Netteller login

References:
dokuwiki.stream
28 იანვარი 2026 05:24
#161   Giuseppe
      
References:


Best casino bonus

References:
https://chessdatabase.science/
28 იანვარი 2026 05:22
#160   Hermine
      
References:


Mail slot cover

References:
squareblogs.net
27 იანვარი 2026 19:22
#159   Philomena
      
27 იანვარი 2026 17:11
#158   Newton
      
References:


Grey eagle casino

References:
muhaylovakoliba.1gb.ua
27 იანვარი 2026 13:33
#157   Megan
      
%random_anchor_text%

References:
botdb.win
26 იანვარი 2026 04:14
#156   Kelley
      
steroid.com forum

References:
elearnportal.science
26 იანვარი 2026 03:56
#155   Sylvester
      
is steroid use illegal

References:
https://yogicentral.science
26 იანვარი 2026 01:14
#154   Ava
      
%random_anchor_text%

References:
thethoughtfodder.com
26 იანვარი 2026 01:10
#153   Mohamed
      
24 იანვარი 2026 19:18
#152   Joy
      
References:


Casino pa

References:
securityholes.science
24 იანვარი 2026 17:43
#151   Sherri
      
%random_anchor_text%

References:
bom.so
22 იანვარი 2026 20:41
#150   Dario
      
References:


Test and anavar before and after pics

References:
linkvault.win
22 იანვარი 2026 10:15
#149   Hermelinda
      
why are steroids illegal in the us

References:
pad.geolab.space
21 იანვარი 2026 23:45
#148   Mervin
      
References:


Anavar before and after 1 month reddit

References:
ondashboard.win
21 იანვარი 2026 11:57
#147   Trista
      
References:


William hill desktop site

References:
https://bookmarks4.men
16 იანვარი 2026 21:04
#146   Tia
      
References:


Anavar women before and after

References:
https://hedgedoc.eclair.ec-lyon.fr
9 იანვარი 2026 17:21
#145   Christopher
      
References:


Before and after anavar women

References:
notes.io
9 იანვარი 2026 10:43
#144   Bradley
      
7 იანვარი 2026 10:46
#143   Reagan
      
Das actiongeladene und spielerorientierte Gameplay auf Stakers
verfügt über mehrere Arten von Freespins und ein hinreißendes Angebot mit Casino Bonus ohne Einzahlung, inklusive Stakers Private Club.

Die Gewinne aus Freispielen müssen wie Bonusgeld vorab
mehrfach umgesetzt werden. Um die gratis Freispiele zu erhalten, fordern viele Casinos
die Verifizierung deines Kontos mit E-Mailadresse oder Telefonnummer.
Freispiele ohne Einzahlungen kommen oft in Verbindung mit einem Einzahlungsbonus
und weiteren Freispielen.
Ein No Deposit Bonus ermöglicht es dir, ohne eine Einzahlung zu
spielen. Einige Anbieter konzentrieren sich auf höhere Boni, während andere eher auf eine größere Anzahl von Freispielen setzen. Der Fokus liegt auf der Unterschiedlichkeit
der Bonusstrukturen, die von verschiedenen Softwareanbietern angeboten werden.

References:
esijjohu.s3.amazonaws.com
7 იანვარი 2026 09:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი