ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე არ უღალატია, ხოლო რუსეთი კი დიდი ხანია „ღიად გვეომება“, განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ვაშინგტონში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ვიზიტს იმიტომ ჰქონდა, რომ ნახოს ამერიკამ, ჩვენმა სტრატეგიულმა და ჯერჯერობით ის ქვეყანაა, ღმერთმა სხვებიც ამრავლოს და... ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია იმ გზაზე, რომლისთვისაც... ჩვენი თავისუფლების გამო, თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო, რამდენი წელია რუსეთი ღიად გვეომება, ხომ?! ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახეს, რომ ეკლესიაც ისე ვართ, რომ არ ვაპირებთ ჩვენ მოწინააღმდეგეებთან რამეს დათმობაზე წასვლას. თავისუფლების გაყიდვა არაფრად არ გვიღირს“, განაცხადა მეუფე იაკობმა (სტილი დაცულია).
წმინდა სინოდის წევრები ვაშინგტონში „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კი რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია იყო.
უფრო ადრე მიცემულ ინტერვიუში ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ „ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.