მეუფე იაკობი: „ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები“
29-11-2017, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული ოკუპაციის „ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად“ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. მან ვაშინგტონში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ მის იმედად უნდა იყოს ქვეყანა, რომ არ მოხდეს „ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“.

 


„მე ვფიქრობ, ჩემი აზრია და ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მასე ფიქრობს, რომ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, გვნახონ ჩვენ, გაგვიცნონ. ჩვენზე ათასი ჭორი თუ მართალი ითქმება ხოლმე და მიგვაბამენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც სჭირდება საქართველოს, სადაც სჭირდება საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას“, განაცხადა მეუფე იაკობმა ვაშინგტონში, სადაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეხვედრებს მართავენ.

 

კომენტარები: 1
#1   ლევანი-ადვოკატი 574 05 10 43
      
ცდემით მეუფე!ქრისტიანი ხალხი ქრისტიანული სახელმწიფოს გარდა სხვა რჯულის ხალხის ქვეყანაში წაილეკება
29 ნოემბერი 2017 06:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი