მარტვილის მუნიციპალიტეტში, გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერითა და ინიციატივით მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დასუფთავების აქცია სისტემატურად ტარდება და ის "მიზნად ისახავს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს დაბინძურების დონეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურად სუფთავდება დანაგვიანებული ტერირორიები, მაინც ჩნდება დაბინძურების ახალი კერა, ვერცერთი სამსახური ვერ აღმოფხვრის საბოოლოოდ ამ პრობლემას თუ თითოეული მოქალაქის გულისხმიერი დამოკიდებულება არ იქნა ამ საკითხისადმი," - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.