ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც პარლამენტში დედოფლის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ეს თემა ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დედოფლის მიწვევა ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის იანვარში მაშინ მიიღო, როცა პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონს სტუმრობდა.
მაგრამ 11 ივნისსს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და არ სურს დიდ ბრიტანეთში ჩასვლა იმ ფონზე, როცა მის მიმართ პროტესტის პოტენციურად გამოხატვის ალბათობა არსებობს.
დაუნინგ სტრიტის განცხადებით, დედოფალმა ტრამპის ვიზიტი იმიტომ არ ახსენა, რომ ჯერ თარიღი არ არის განსაზღვრული.
ოთხშაბათს, დედოფალმა პარლამენტში წარმოთქმული სიტყვისას მთავრობის მომავალი ორი წლის საკანონმდებლო პროგრამა გამოაცხადა.
როგორც BBC იუწყება, მონარქი ყოველთვის იყენებს თავის სიტყვას იმისათვის, რომ გაამჟღავნოს მისი წლის განმავლობაში განსაზღვრული ოფიციალური გეგმები.
მან განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელოდება მიიღოს ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია ივლისში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტისას და ასევე უმასპინძლოს თანამეგობრობის სამიტს მომავალი წლის აპრილში.
მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ტრამპის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. შესაძლო თარიღად ოქტომებრი განიხილებოდა.
დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა განაცხადა: „მოწვევა გადაცემულია და მიღებულია.
„ვიზიტი იმიტომ არ ყოფილა დედოფლის სიტყვაში ნახსენები, რომ ჯერ თარიღი არ არის განსაზღვრული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.