დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით „ცვლილებები არ არის“.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიტანულმა „გარდიანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის იმის სათქმელად დაურეკა, რომ მას არ სურდა ვიზიტის განხორციელება მანამ, სანამ მას (ტრამპს) არ ექნებოდა ბრიტანული საზოგადოების მხარდაჭერა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ უნდოდა ბრიტანეთში ჩასვლა, თუკი იქ ფართომასშტაბიანი პროტესტი იქნებოდა და როგორც ამას The Guardian-ი წერს, მისი შენიშვნები ვიზიტის გარკვეული დროით გადადებას გულისხმობდა.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად დედოფლის მიერ არის მიწვეული.
BBC-ის ცნობით, დაუნინგ სტრიტის პრესმდივანმა განაცხადა: „ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს კერძო სატელეფონო საუბრების შინაარსის შესახებ ვარაუდებზე.
„დედოფალმა შესთავაზა მოწვევა პრეზიდენტ ტრამპს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის და ამ გეგმებში ცვლილებები არ არის“.
The Guardian-ის ცნობით, დაუნინგ სტრიტის მრჩევლის თანახმად, რომელიც ოთახში იმყოფებოდა, ტრამპმა ტელეფონით ბოლო კვირებში დარეკა და მისი ვიზიტის შესახებ დათქმებზე განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეი გაკვირვებული დარჩა ტრამპის პოზიციით.
„ლეიბორისტების“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა „თვითერზე“ გზავნილი გამოაქვეყნა და მიესალმა ვიზიტის „გაუქმებას“.
ტრამპს, რომელიც „თვითერზე“ რეგულარულად აკეთებს განცხადებებს, ახლახან არც ერთხელ არ უხსენებია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვიზიტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.