ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.
ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
ეს კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი და ჩვენგანაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ისლანდიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).
საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
სს ლიბერთი ბანკისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება.
ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ, მგზავრობის ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 22 მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური სტიკერების გაცემა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.