მე-19 საუკუნის შუა წლების ტფილისში, ახლობლის (მაგ. მამაკაცის) დაღუპვის ამბის გაგებისას, მთელი სანათესაო და ნაცნობ-მეგობრები გროვდებოდა გარდაცვლილის სახლში, ქვრივის დასამშვიდებლად და თვითონაც ტიროდნენ გარდაცვლილს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიგი უგულავა უკრაინაში, მასთან სახლში იმყოფებოდა, შეხვედრაზე კი, მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე თითქმის არ უსაუბრიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი - 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა – ექვსი წელი, 12 წლით იცვლება. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - შუაგორისა და ინაშაურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
14 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 150, იმერეთში – 49, გურიაში – 35. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 57 იყო, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“, თუმცა იმპიჩმენტისთვის სენატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.