ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში –  15-25.

სრულად...

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

სრულად...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 119 იმერეთში, 79 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს “IDOM” (ესპანეთი) და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის “IBA” (ბელგია) წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს ახორციელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს.

სრულად...

ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდიან. 

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განათლების ყველა მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის წევრებთან მიმდინარე წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი