საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.
სომხეთმა განაცხადა, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავი თურქეთის თვითმფრინავმა ჩამოაგდო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის საჰაერო სივრცეში საბჭოთა წარმოების „SU-25“ თურქულმა „F-16“-მა ჩამოაგდო, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. თურქეთმა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანს, უარყო სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, დღეს, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებასდედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა.
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სახალხო არტისტს, ცნობილ ქორეოგრაფს, ჯემალ ჭკუასელს საქართველოს პარლამენტის სახელით სახელით 85 წლის იუბილე მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.