საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად პირდაპირი ფრენების აღდგენისა, ტურისტების რაოდენობა ძალიან ცოტაა.
არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ, ყველანი ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით მძიმე კრიზისს და პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალურად ფართო წრეებისა იქნება თანმიმდევრული და გონივრული, აუცილებლობიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.