დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძე გამოიკითხა.
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
დღეიდან მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი დაიწყო. წელს საგნობრივი გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 000 ათასამდე პირს აქვს გავლილი.
ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე.
საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ივლისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გაუფასურდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება, ბაზრობებზე კი რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის იმ სოფლების შესასვლელებთან, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, შესვლა-გასვლისას მოქალაქეები ტემპერატურის შემოწმებას გაივლიან. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ. ამასთან, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება თერმოსკრინინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.