ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა.
საჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ განცხადებაში არის აღნიშნული.
გიორგი ვოსკანიანს ბავშვობაშივე ჰქონდა გადაწყვეტილი გეოგრაფიის მასწავლებელი გამხდარიყო და მის მიერ პროფესიული არჩევანის უფრო მყარად გაკეთებაზე გავლენა მისმა გეოგრაფიის მასწავლებელმა, შაქრო ხაჩატურიანმა იქონია.
საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, პრევენციისთვის საკარანტინო სივრცეების გამოყენების მიმართულებით. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კარანტინის რეჟიმის დაწესება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.
ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, 6 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობამ და დაახლოებით 6,1 პროცენტია სიკვდილიანობა, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
აბსურდული და შეურაცხმყოფელია გამოთქმული ვარაუდი ჩემი კომპანიის მხრიდან ჯარის მოწამვლის შესაძლებლობაზე, – განაცხადა „ჰელსი ფუდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაალ ილიაევმა „მთავარი არხის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხოდ. მისი განცხადება ჟურნალისტებს კომპანიის იურისტმა, ქეთევან მათორელმა გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ლ.ა. და 1996 წელს დაბადებული ვ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მთავრობა რაც უფრო ნაზად წააგებს არჩევნებს, მე გაცილებით უფრო კმაყოფილი ვიქნები. მე თვითონ მოტივირებული ვარ, რომ მთავრობამ შეასრულოს შეთანხმება, - განაცხადა „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.