2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაიარეს. სამკვირიანი სწავლება თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ131 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
GUARDIAN.GE - ევა კაილი, 44 წლის ბერძენი ევროპარლამენტარი, 2022 წლის იანვრიდან დაკავებამდე ევროპარლამენტის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ცენტრში მოექცა, მინიმუმ ორი თვით დატოვეს პატიმრობაში, მიუხედავად მისი ადვოკატის მძაფრი თხოვნისა, ელექტრონული მეთვალყურეობის პირობით გაეთავისუფლებინათ იგი.
ხულოს მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
დიდთოვლობის გამო, ვანის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ტექნიკა ორი დღეა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.