დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ პრობლემები შეუქმნა მცირე ბიზნესს და აქედან გამომდინარე, მეწარმეთა ერთი ნაწილი თბილისში 2020 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდება იჯარის გადასახადისაგან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კორონავირუსზე ტესტირება საჭირო არ არის, როგორც ეს მისმა ექიმმა ურჩია, რადგან მას ინფექციის არავითარი სიმპტომი არ გააჩნია.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 920 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაცვლილია 41 ადამიანი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკში, შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ნ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერჯერობით არის ერთეული და არ ფიქსირდება მესამეული და მეოთხეული გადაცემა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის შესაბამისად კეთილმოეწყო საძინებელი და სათამაშო ოთახები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 12441 ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.