კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია  „მაგთიკომის“ მიერ 25 ლარიანი პაკეტის 30 ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება, არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება - ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა განცხადება. მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს აწვდის შუალედურ ინფორმაციას. კახა ბექაურმა დღევანდელ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს. 

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0448 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

19 წლის ორსული გვატემალელი გოგო აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლიდან ჩამოვარდნისა და მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. მირიამ სტეფანი გირონ ლუნა სასაზღვრო კედლის ფოლადის ბადისებრ ბარიერზე გადაძვრომის მცდელობისას ელ პასოს სიახლოვეს, ტეხასში შაბათს ჩამოვარდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები შეეცადნენ მისთვის გადაუდებელი მშობიარობის ჩატარებას, მაგრამ წარუმატებლად.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მზად არის გაიაროს პირველადი დახმარების მოსამზადებელი კურსები და ჩეართოს კორონავირუსით ინფიცირებულთა მოვლის საქმეში. 

სრულად...

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

სრულად...

თბილისის მერია „აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის სეანსებს სხვადასხვა კერძო დაწესებულებაში აფინანსებს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, აღნიშნულ სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, დროებით, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა, - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია -lit.ge-ზე საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი