მოკლულია სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი და ჭრილობები აქვს მიყენებული ათეულობით სხვას სირიის „რეჟიმის ძალების“ მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იტყობინება BBC თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სხვა ცნობების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტს შეადგენს.

სრულად...

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონოიანთან გამართა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე. 

სრულად...

როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტერგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

სრულად...

ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში მასუმე ებტეკარს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო აუცილებელია, საქართველოში დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე გაუქმდეს საჯარო ღონისძიებები.

სრულად...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკეობით შესრულდება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0114 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას, - შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მიღებული ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი