„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდა იგეგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
არსებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.
სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად, იტყობინება BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით.
28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს, რომლებმაც თბილისის სამ სკოლაში გაიარეს სწავლება, სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გადასცა და სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
მთავრობამ შეიმუშავა და გასული წლის ბოლოს დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი და სახელმძღვანელო, რომელიც თვისობრივად ცვლის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.