საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 13 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 146-ია, საიდანაც 112 ანაზღაურებადია, ხოლო 34 - ანაზღაურების გარეშე.
GUARDIAN.GE - ეთერ ნადირაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის სკოლაში მასწავლებლად 2000 წელს, მოხალისედ წავიდა და უკვე 23 წელია, რაც იქ მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის, ხოლო მე-13 წელი, რაც დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. როგორ იგი GUARDIAN.GE-ისთან ინტერვიუში ამბობს, ხელმეორედ რომ ჰქონდეს ცხოვრების გზა გასავლელი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად უარს იტყოდა სკოლის ხელმძღვანელობაზე, რადგან მისი აზრით, ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მკაცრი კლიმატური პირობების საზღვრისპირა სოფელში, რომელიც რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრითაა დაცილებული, ქალისათვის დირექტორის პოსტზე საქმიანობას განსაკუთრებული სირთულეები ახლავს, მაგრამ აქვე ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახედავდა თავის განვლილ პროფესიულ გზას და ახალგაზრდა ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა და წასულიყო მისთვის სრულიად უცხო, შორს მდებარე სოფელში მათემატიკის მასწავლებლად.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, კერძოდ დავოსში მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორი განზომილება, ერთი ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური შეხვედრები და პრემიერს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის - Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა.
ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალან ბერსემ, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ლუი ჰიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.