აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.
„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის წარდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის, უფრო მეტიც, ალბათ თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ მასშტაბისა და სიმაღლის მშენებლობისთვის შესაბამისი იყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი ანა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა.
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, კერძოდ დავოსში, სადაც იმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ერთის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ შეხვედრები არის სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატითა და გარემოთი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.