თავდაპირველი გეგმით, რიკოთი 2020 წელს უნდა აშენებულიყო, ახალი ვადებით 2024 წელს უნდა დამთავრდეს, რაც გამორიცხულია. ყოველი გადავადება დამატებით ხარჯებს და ჩვენი მოქალაქეებისათვის მეტი ფულის ჯიბიდან ამოცლას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ, სახელოვან გმირებს, შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან, მათ შესწირეს საკუთარი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი შესწირეს სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობის, თავდადების, თავგანწირვის მაგალითები, ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

სრულად...

მაშინ როცა ჩვენი გირები აქ თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

სრულად...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და  Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. 

სრულად...

“არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტარგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო “, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, შოვის სტიქიის ზონიდან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო- სამაშველო პროცესში. ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს.

სრულად...

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

სრულად...

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი