ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.
გაყალბების ფაქტებით სავსეა „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობა. როცა რეჟიმს სჭირდება, ყველაფერზეა წამსვლელი. არ მეგულება რაიმე ბოროტება, რაზეც არ წავლენ. ერთი საკითხიც არ არსებობს ამ რეჟიმისთვის, რომელიც უფრო მაღლაა, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა. ასეთი სისტემაა ჩამოყალიბებული. ამ სისტემის მეთაურს სასიკვდილო საფრთხედ მიაჩნია ძალაუფლების დაკარგვა და ნებისმიერ ნაბიჯზე წავა. ვიღაცას რომ ვერ წარმოუდგენია, ისეთ ნაბიჯებზე, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აღიქვამს ძალაუფლების დაკარგვას, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო სანაია „ფეისბუქში“ წერს.
დღეს, ლეჩხუმში პატივი მიაგეს აგვისტოს ომში, რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში 2008 წლის 8 აგვისტოს სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
პირველ რიგში, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო, კიდევ ერთხელ, ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.