თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი - „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“ ჩაატარა.
ხორვატიამ ევროზონაში გაწევრიანების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყანამ წერილი ევროჯგუფის თავმჯდომარეს მარიუ სენტენუს გაუგზავნა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხაადებით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა ცდილობდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბარალეთისა და იხტილას მცხოვრებლების მხრიდან ბარალეთი-კოჩიოს და ბარალეთი-იხტილას გზის მონაკვეთის უხარისხო ასფალტირებაზე უამრავი საჩივრის გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დეპუტატებთან ერთად ადგილზე გაეცნო სიტუაციას და შეისწავლა აღნიშნული უხარისხო ასფალტირებული გზის მონაკვეთი.
2019 წლის 11-12 ივლისს, ქ. ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ უმასპინძლებს.
6 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ძმების- ვლადიმირისა და გაიოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. ტურნირზე ქ. ნინოწმინდის და მუნიციპალიტეტის სოფლების წარმატებული გუნდები ასპარეზობდნენ.ების წარმატებული გუნდები ასპარეზობდნენ.
რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა აზერბაიჯანში სამგზავრო მიკროავტობუსის სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. 24 წლის გოგო, რომელმაც დაზიანებები მიიღო, ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩს ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მასთან საქმეს აღარ დაიჭერს, რადგან ელჩი ტრამპს აკრიტიკებდა. ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი კიმ დეროჩი პრეზიდენტ ტრამპის მთავრობას „უუნაროს“ უწოდებს. აშშ-ის პრეზინდენტმა ასევე გააკრიტიკა ტერეზა მეის მიმართვა "ბრექსიტის" შესახებ და განაცხადა, რომ არეულობა მან შექმნა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა (შემსრულებელი: თამაზ მაისურაძე).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.