37-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც 31 დეკემბერს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 3 იანვარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

სრულად...

დაიღუპა ექვსი ადამიანი და დაზიანებები მიიღო 16-მა დანიის ხიდზე ძლიერი ქარის დროს სატვირთო მატარებელზე განთავსებული ნარჩენების გადმოყრისას, რამაც დედაქალაქ კოპენჰაგენისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის უეცარი დამუხრუჭება და უბედური სარკინიგზო ინციდენტი გამოიწვია, იტყობინება BBC.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და იუტას შტატის მომავალმა სენატორმა მით რომნიმ დონალდ ტრამპზე გესლიანი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ ტრამპის ქმედებებმა მსოფლიოს გარშემო შეშფოთება გამოიწვია, იტყობინება BBC.

სრულად...

გასულ წელს ავიაკატასტროფების დროს დაღუპულთა მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელთან შედარებით, მაგრამ ამის მიუხედავად 2018 წელი არსებული მონაცემების მიხედვით ჯერ კიდევ მე-9 ყველაზე უსაფრთხო წელიწადი იყო, იტყობინება BBC.

სრულად...

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაჟინებით მოუწოდა ტაივანის მოქალაქეებს მიიღონ მდგომარეობა, რომ ის „უნდა იყოს და იქნება“ ჩინეთის შემადგენლობაში.

სრულად...

მაშველებმა 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ორშაბათ დილით სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად 10-სართულიანი კორპუსის ნგრევას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 36 სხვას კი ამ დრომდე ეძებენ.

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და უფალს შესთხოვს, რომ „ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“.

სრულად...

ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი ერთგული რჩება ბირთვული განიარაღების, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ იგი მის მიერ აღებულ კურსს შეცვლის, თუკი შეერთებული შტატები მასზე დაკისრებულ სანქციებს განაგრძობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი