შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისი ოდენობა138 440 ლარს შეადგენს.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.
მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის თელავში დაგეგმილ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლის საკითხს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და ამბობს, რომ „სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან“, ხოლო მას „განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილეს.
ბრიუსელში მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ BBC-ის უთხრა, რომ მას „მკაცრი საუბარი ჰქონდა [ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტ] ჟან-კლოდ იუნკერთან“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.