დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე იგი არ უხელმძღვანელებს „კონსერვატიულ პარტიას“. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად და „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის ლიდერებთან მოლპარაკებების საწარმოებლად ჩასულმა მეიმ თქვა, რომ პარტია ამჯობინებს „იმ არჩევნებზე სხვა ლიდერით წარსდგეს“.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლების ჭართლისა და დოლასქედის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გათავისუფლდა. აბაზოვი სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი ( რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
ტერეზა მეი ლონდონიდან ბრიუსელში დაბრუნდა სამიტზე დასასწრებად და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ნდობის კენჭისყრაზე გამარჯვება მოიპოვა. იგი ცდილობს, ევროკავშირის ლიდერებისაგან მიცემული პირობა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ასახოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.