„ამიერიდან, საქართველოს აქვს სრულყოფილი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტიტუცია, რომელიც იმის უმთავრესი გარანტიაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციაზე.
საქართველოს ჯერ კიდევ 1921 წელს ჰქონდა მიღებული უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის კონსტიტუცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელ ევროპაში სწორედ საქართველოს კონსტიტუციას თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პროგრესულად, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„პოლიტიკური უსუსურობა“ - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის უარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ამერიკული კრედიტების გაცემა რუსეთისთვის, იარაღის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში, როგორც ამას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმად გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს აღარ წარუდგენს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღეს, 24 აგვისტოს შოვსა და უწერაში გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც მერიის თანამშრომლებთან ერთად, უწერის მოსახლეობაც მონაწილეობდა.
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, 23-24 აგვისტოს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამზე გერმანია-საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველოში 80-იან წლებში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი სტუმრობა „ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0142 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.