გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი. იგი ამბობს, რომ მისი ვიზიტი საქართველოში „უმალ შემოსეს პოლიტიკური სპეკულაციებით და წინასაარჩევნოდ გამიზნული განცხადებებით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას არ მიიღებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საუბრის ძირითადი თემა რუსულ აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს შეეხებოდა.
გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას, სადილის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჩუქრად მე-17 საუკუნის ტილო გადასცა, რომელიც დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის „მთავარი გამოწვევა უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა“ არის.
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა საქართველო დატოვა. გამგზავრებამდე, ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა და გაესაუბრა.
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბან“-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბან“-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე.
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი საქართველო-გერმანიის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას დადებითად აფასებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, „გარდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომელიც გერმანიის კანცლერის ვიზიტს ახლავს თან, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. კანცლერის ვიზიტისას მას ასევე მოყვება საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვექნება შეხვედრები და გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.