თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0379 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განზრახული აქვს შეიტანოს სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოთხოვნით, „კომპენსაციის“ თაობაზე, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მის „გატაცებას“ უკავშირდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
კომპანია „ელფი“, რომელიც 2006 წლიდან ეწევა კვებითი მომსახურეობის ბიზნესს და რომელიც სკოლამდელი აღსაზრდელების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა, დედაქალაქის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ბადრი გიორგიძეს კომპანიის საქმიანობისთვის ხელისშეშლაში სდებს ბრალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.