საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0229 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. როგორც სააკაშვილმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, შავშიშვილს უკრაინაში ყოფნის აკრედიტაცია და ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა.
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა, 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს.
იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე, ლარის გაუფასურებაში ბრალს მთავრობას და ეროვნულ ბანკს სდებს. იგი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდება, ბანკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი 100%-ით, მიუღებელია.
„ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად არის გამორიცხული ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ძალაუფლება ქვეყნის სამხედროებმა აიღეს ხელში და იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში არმისვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.