საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს მარნეულს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.
პრეზიდენტ ბარაქ ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაში დაიწყო. 1959 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ამერიკასა და კუბას შორის ათწლეულების მტრობა წარმოშვა, ობამა შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ესტუმრა.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტის თვითმკვლელის ვინაობა დაადგინა. ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ისტიკ-ლარის ქუჩაზე თავი მეჰმედ ოზთურქმა აიფეთქა.
ცეცხლი ლოკალიზებულია, რამდენიმე საათში კი ხანძარი მთლიანად იქნება ლიკვიდირებული, - ამის შესახებ ზვიად ქაწაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ესპანეთში დაღუპული სტუდენტები უკრაინიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან არიან.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე მაინც ადგილზე რჩებიან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა დღეს ესპანეთის პროვინცია ტარაგონაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ესპანეთის სამეფოს შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ ამპოსტასთან ავტობუსს, რომელსაც ბარსელონაში 56 ადამიანი გადაჰყავდა, ავტომანქანა შეეჯახა.
სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერას ეძებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაზე ტუბერკულოზით დაავადებულები და ტუბელკულოზთან მებრძოლი ექიმები დალოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.