საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2981 შეადგინა.
საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, დიდია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება, ეს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებმა განაპირობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკომისარის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს.
ბელგიელმა გამომძიებლებმა პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალეჰ აბდესლამის ერთ-ერთი თანამზრახველის ვინაობა დაადგინეს. BBC-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 24 წლის ლაშრაუი ნაჯიმია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტში შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საარჩევნო სიის 50% ქალი კანდიდატებით დააკომპლექტოს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის შედეგებზე ისაუბრა.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ როგორც კი სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი ის იკითხეს, თუ რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის. ამის შესახებ ხაბურძანიამ for.ge -სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.