მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება.

სრულად...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

სკოლის სახელმძღვანელოში თაღლით ივანიშვილს რომ შეიყვანენ, ეს უკვე “სეთურიზმია” კარს მომდგარი.... ქველმოქმედება მხოლოდ უანგარო დახმარებას გულისხმობს. ქველმოქმედი პიროვნებები კაცობრიობას არც წარსულში აკლდა და თანამედროვენიც ბევრნი არიან.

სრულად...

მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა, გადამიყვანეთ. მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში წერს.

სრულად...

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს. მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი.

სრულად...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. მათგან ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი ამ პოზიციას პირველად დაიკავებს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.

სრულად...

შედარებისთვის, 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს. გამოდის, რომ დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით შევძელით მშპ-ს, მთელი ეკონომიკის გაზრდა, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი