ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და არჩევნებში მარცხდები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით.
ბიძინოიდებს, რომლებიც დღეს გმობენ 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობას, შევახსენებ, რომ მთელ მაშინდელ რეპრესიულ აპარატს, მათ შორის 500 სპეცრაზმელ-მანიაკს არა მარტო „ქართუ“ ბანკიდან აფინანსებ-ახელფასებდა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ჩვენი დარბევის შემდეგ, მოძალადეებს დამატებითი პრემიები გამოუყო და მეუღლე-ქალბატონების გამოკითვით, მათ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები აჩუქა „ელიტ-ელექტრონიქსის“ მაღაზიებიდან.
ინტერვიუებშიც ვთქვი, აქაც დავწერე, რომ არ მიყვარს პატიმრებზე საუბარი, მით უმეტეს, მათი ქილიკი. არც ახლა ვქილიკობ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათშისაქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეკადრებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კადრების გამოქვეყნება „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ იყო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეული ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.