2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს.

სრულად...

რაც დღეს ხდება ექსპრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არაა სამართალთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.

სრულად...

მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

სრულად...

შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის თვითმკვლელობა და დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი. თუ სიცოცხლის პარამეტრები კონკრეტული ანალიზებით იქნება საფრთხეში, მივიღებ მედიკამენტებს, მაგრამ შიმშილობის ფორმის შერბილებას არ ვაპირებ და ამ მკაცრი შიმშილობის ფორმას ვაგრძელებ“, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

სრულად...

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარემ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ამერიკელი დიპლომატებისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ გზად პერსონალური სანქციები იყო შეთავაზებული, თუმცა „ისინი პირობას ვერ დაგვიდებენ, რომ სანქციებს მივიღებთო“.

სრულად...

82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გელა ჩარკვიანის შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.

სრულად...

ნათელი და გასაგები გახდა უკვე ყველაფერი დღეს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს გლდანის ციხის მენტალურ და იურიდიულ გაგრძელებას. ნუღარ შეწუხდებით საგულდაგულოდ დავარცხნილი ფსევდო-ფილოსოფიებით ტირანიაზე, დიქტატურაზე, ჰიტლერზე, სტალინზე და ა.შ.

სრულად...

„ცი­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მი­თხრა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩა­გიგ­დეთ ხელ­ში“, გი­ნე­ბაც მო­ა­ყო­ლა... გა­მათ­რი­ეს მი­წა­ზე, ჩა­მარ­ტყეს კი­სერ­ში, მათ­რი­ეს თმე­ბით“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა,  ნიკა გვა­რა­მიამ გაასაჯაროვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი