საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო წარმოადგინა და მათი საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება. ესენია: ირაკლი სუთიძის ''ნატურმორტი'', თენგიზ ცხონდიას ''ქართლი'', ომარ კაჭკაჭიშვილის ''ადრეული გაზაფხული'' და გურამ ნავროზაშვილის ''აღორძინება''.

სრულად...

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება, თუ არ იქნება მიღწეული მათი ვაქცინაცია. გაბუნიას ვარაუდით, ახალი ტალღები 2022 წელს, ახალი წლის შემდეგ იქნება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

სრულად...

GUARDIAN.GE - ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 მილიონი აშშ დოლარით ჩავიდა.

სრულად...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 151 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 458 PCR ტესტით.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან საჩუქრად გადმოეცა ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად სამინისტროში ბრიფინგი გამართა.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მეუფე გადაყვანილია საავადმყოფოში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას უკვე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა. გამოირიცხა როგორც ინსულტი, ასევე კორონავირუსი

სრულად...

ხობში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წინასაარჩევნო შეხვედრები გრძელდება. შეხვედრა ამჯერად გურიფულში, ქვემო ქვალონსა და ხობში დევნილთა დასახლებაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი