დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი ახალი ეტაპი საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის გაგრძელებასა და მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას ითვალისწინებს.
ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით“.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ანი მოსოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფლების - მამწვარის, დილითის, დიდი გონდრიოს, პატარა გონდრიოსა და ყულალისის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემური საკითხების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 286 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს 8-9 სექტემბერს, ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები დეპუტატებმა 126 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.