დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთვნენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით.
საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდნენ. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს ი/მ "მუშეღ ფუტულიანი".
„ქართული ოცნება" არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ასევე ეტაპობრივად ხდება დამატებაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.