დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიური გახდა და ამაზე მიანიშნებს ინფექციის ე.წ. კლასტერული გავრცელებაც.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით მერებთან, რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და განმარტავს რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
გამოჩენილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მწერლის სამოქალაქო პანაშვიდები ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.
6 აპრილი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით გენერლის სახლ-მუზეუმს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის იუნკერები ეწვივნენ. მათ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას თქვა, რომ „ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში“ და საქართველო მესამე ტალღისკენ მიდის, რაც ძირითადად დიდი თავშეყრებით - ქორწილებითა და ქელეხებით არის გამოწვეული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.