თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკური განვითარების შესახებ და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კიშან დან დევალს შეხვდა.
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს ათ და ისრაელის ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
აშშ-ს მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმი, რათა რუსეთს სამხრეთის ფლანგიდან შეუქმნას დესტაბილიზაციის კერები და გამოიყენის საქართველოს ტერიტორია საომარი მიზნებისათვის!.. ეს ავანტიურა საქართველოს სახელმწიფოს დაშლით და ლიკვიდაციით დასრულდება!..
ელენე ხოშტარია რუსეთის ნომრიანი აგენტია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი აღნიშნავს, რომ მოძრაობა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტი, რომელიც პირდპირ „კაგებეს“ ნომენკლატურაა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სახელით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს მიმართავენ და მოითხოვენ მოახდინოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დევნილთა საკუთრების რეგისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიზნით არჩევნები დანიშნოს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვის თაობაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და აზერბაიჯანში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.