ეკონომიკა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch​-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი  პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს,  - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 17%-ით მეტია.

სრულად...

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია  OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. 

სრულად...

„კოკა-კოლა“ დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და „კოკა-კოლას“ ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0107 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

მივესალმებით, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი