ეკონომიკა

საქართველო 2015 წლის 15 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

სრულად...

მარტის დასაწყისში საქართველოს ისრაელის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იუწყება, მათ გამოთქვეს სურვილი საქართველოში სხვადასხვა მიმართულების ინვესტიციები განახორციელონ.

სრულად...

დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო რიგით 44-ე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიებზე - " ევრაზია - შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ"

სრულად...

ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

დავოსში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისაკენ " სესიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ჯგუფურ დისკუსიაშიც ჩაერთო.

სრულად...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ტრადიციულად მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღებითა და სადილით გაიხსნა. კერძო მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

სრულად...

წლის განმავლობაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება. დაწყებული ინფლაცია კრედიტების გაძვირების წინაპირობაა. ამასთან, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთსაც გაზრდის და ამ განაკვეთზე მიბმული სესხები კიდევ უფრო გაძვირდება.

სრულად...

პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება შესაძლოა, რომელიმე კომერციული ბანკისა და მსხვილი იმპორტიორების ინტერესში იყოს. ამის შესახებ ექსპერტმა გაზეთ ,,ვერსიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

სრულად...

პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღეს რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მინიშვნელობის ქონების შესახებ.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გიორგი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ფეხს ითრევს. მისი შეფასებით, თვითმმართველობის კოდექსში რამდენიმე ხარვეზია დარჩენილი, რაზეც ღარიბაშვილი თვალს ხუჭავს. როგორც კობახიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იმ პარტიის მიმართ კომპრომისს ნიშნავს, რომელმაც კოდექსის პროექტი მოამზადა.

სრულად...


უკან1 ... 364 365 366 367 368 369 370 371 372 373 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი