ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია მდგრადი განვითარება დამოკიდებულია პირველ რიგში ბიზნეს გარემოზე, მის განვითარებაზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას:
7-9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით “EXPO REAL” გაიმართება. მასში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელშიც შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.002 პუნქტით გაუფასურდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს თომას ბარაისს შეხვდა. შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში მოისმინეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ოქტომბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსს, დონეთ ვოლტონს შეხვდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე კომერციული მეურნეობების მხარდასაჭერად, ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ახალ პროექტს იწყებს. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მმართველობის ხარისხს ექვსი მიმართულებით აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.