საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას წამლის კომპონენტი ემატება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა.
ქუთაისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა.
ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩთან, იან კელისთან ერთად გახსნა.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ, - ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებებს შორის, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის ამოქმედდება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.