თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი ფასების ზრდასთან დაკავშირებით არსებული ტენდენციის შენარჩუნებაა.
მეცნიერებმა მედიცინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამიერიდან, კიბოს დადგენა სისხლის საერთო ანალიზით იქნება შესაძლებელი. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდმა უკვე გამოსცადა მეთოდი, რომელიც დაავადების 8 გავრცელებულ ფორმას ავლენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ეხმაურება ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.
იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.
ამერიკელ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც არ სვამენ ონკანის წყალს, რომელიც ჩვეულებისამებრ ფტორირებულია, უფრო მოსალოდნელია რომ კბილები გაუფუჭდეთ. ამის შესახებ ახალი კვლევა იტყობინება, რომელიც American Journal of Preventive Medicine -ში გამოქვეყნდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კიბოს შემთხვევების დაახლოებით 42% და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 45% დაკავშირებულია ცვლილებას დაქვემდებარებულ რისკ-ფაქტორებთან და ამგვარად, შესაძლოა, რომ თავიდან იყოს აცილებული.
ინდოეთის დედაქალაქი პანიკამ მას შემდეგ მოიცვა, რაც დელის მოსახლეობას ქუჩებში სმოგის სქელი და ნაცრისფერი ფენა დახვდა.
ოთხი წლის გოგონა ცერებრალური მალარიით ჩრდილოეთ იტალიაში გარდაიცვალა, სადაც ეს დაავადება გავრცელებული არ არის. ექიმები ამ შემთხვევას იდუმალებით მოცულს უწოდებენ.
ახალი კვლევის თანახმად, 50 წლის მამაკაცებში ათიდან ერთის გულის ასაკი თავიანთ წლოვანებაზე 10 წლით დიდია, რაც ფატალურ გულის შეტევების რისკს ზრდის.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ არაქისის ალერგიის პერორალური მკურნალობა (პირის ღრუდან წამლის მიღება) წამლის მიღებიდან ოთხი წლის შემდეგაც კი ეფექტურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.