საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრს, უენდი მორტონს საოკუპაციო ხაზზე უმასპინძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იმყოფებოდა ქალი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 873 ფაქტი გამოვლინდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ახალგაზრდა მხატვარს ბელარუსის საელჩომ დიპლომები გადასცა, ხოლო მუნიციპალიტეტმა სუვენირები.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით შეძლებენ. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი უენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია და დაგმო რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეფექტური კონტროლი და დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედება.
პანდემიის პერიოდში პირველად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სხვადასხვა სკოლაში პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.