თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო დასუფთავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 107 იმერეთში, 73 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს გამარჯვებად აფასებს.
"სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი." - ასე შეაფასა მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისიში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.