შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„მუშა“ - ასე ეძახდნენ მე-19 საუკუნის შუა წლებში ტფილისში მეკურტნეს. უბინაო, ჯანით სავსე კაცი, რომელსაც დაკონკილი ძველმანები, შესაძლოა ძველი შინელი ან ყველა ღილაწყვეტილი მუნდირიც სცმოდა, ზემოდან გადაჯვერედინებულად შეკრული ქამრებით, ზურგზე კი თივით გატენილი ბალიში, თუ გუდა.
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
20 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მესამე რანგის მესამე კატეგროიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის, ზეპირი გამოცდა და გასაუბრება ჩატარდა. კონკურსის მოცემულ ეტაპზე სულ ხუთი აპლიკანტი გადავიდა, რომელთაგან გამოცდაზე მხოლოდ ორი კონკურსანტი გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით.
24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 285 თბილისში, 80 იმერეთში, 34 კი კახეთში გამოვლინდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.